„თუ საჭირო გახდება, გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა”, – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანენ. აღნიშნული განცხადება ბრეგაძემ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარია, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასა და გზების ბლოკირებაში.  

„ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე.  თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის. მათ შორის, თუ საჭირო გახდება,  გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

მსგავსი თემები