ახალი კვლევის მიხედვით, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 88 პროცენტით ეფექტურია

კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა „კოვიდ 19“-ის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 88 პროცენტით ეფექტურია. ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ ინგლენდ ჯორნალ ოფ მედისინის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევა ეხება კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებულ ვაქცინასაც, რომლის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ამ დროისთვის 67-პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს.

„კოვიდ 19“-ის დელტა ვარიანტი უფრო მაღალი გადადებით გამოირჩევა. მანამდე ცნობილი იყო, რომ ალფა ვარიანტის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა 93.7 პროცენტით ეფექტურია, „ასტრაზენეკა“ კი 74.5 პროცენტით.

პარალელურად, ისრაელში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია სიმპტომური დაავადებების წინააღმდეგ, თუმცა მძიმე დაავადებების წინააღმდეგ დაცვა კვლავ მაღალი აქვს. დელტა ვარიანტის წინააღმდეგ კვლევა წარადგინა აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მდებარე ისრაელის სამედიცინო ცენტრმა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთმა აცრამ კარგად იმუშავა და იმუნური პასუხი რვა თვე გაგრძელდა.

მსგავსი თემები