“ბავშვებში შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ბავშვების ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა ეპიდვითარების გათვალისწინებით, მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი, ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად კი ვაქცინაციის პროგრამა რჩება:

“მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა, იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის, სამწუხაროდ გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბავშვებშიც. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც საყურადღებოა. ჩვენთვის მთავარი მექანიზმი რჩება ვაქცინაციის პროგრამა

მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი და მიდის მუშაობა სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები