ნათია თურნავა რუსთავში კომპანია “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

რუსთავში კომპანია “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ეხმარება ბიზნესს და, მათ შორის, სამრეწველო საწარმოებს, რათა შეძლონ თანამშრომლების ორგანიზებული ვაქცინაცია, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ. მსურველები “სინოფარმისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინით იცრებიან. ვაქცინაციის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება და ჯამში 300-მდე პირი აიცრება.

“მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ვართ ჩართულები, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით მსხვილ დამსაქმებელ კომპანიებთან კომუნიკაციაში. მათ შორის, დღეს ვესწრები ქალაქ რუსთავში “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლების აცრას. “ქართლი ტექსტილი” ეს არის მსხვილი ტექსტილის საწარმო, რომელიც პანდემიის პერიოდში გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შეუფერხებლად მუშაობდე,” – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები