მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს კლინიკაში გაიმართება

ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა, დღეს კლინიკა ,,ვივამედში” გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი  საკუთარ პროცესს სასამართლო დარბაზის ნაცვლად სპეციალურად მომზადებულ პალატაში დაესწრება.

,,როგორც შეგვატყობინეს დღეს, მიმდინარე სხდომა გაიმართება გასვლით რეჟიმში, კლინიკის ტერიტორიაზე, მიხელ სააკაშვილის პალატაში. რაც ცოტა გაუგებარი და ჩემი აზრით უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ გასვლითი სხდომა იმართება მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე თუ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე გადავამოწმე სასამართლოში, ამ თემაზე არცერთ მხარეს შუამდგომლობა წარდგენილი არ აქვს”- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები