„საკმაოდ სწრაფი დავიწყეთ აღდგენა, ივნისი – ივლისის დატვირთულობის კოეფიციენტმა 65%- ს მიაღწია, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
ალავერდაშვილი რეგულაციების განახლების მოწინააღმდეგეა:
„ამჟამად ლიდერობს სტუმრების კუთხით არაბული სამყარო, გვყავს ტურისტები უკრაინიდან, მოლდოვადან, თუმცა ევროპელების ნაკადი ძალიან მცირეა, რადგან ყველა უყურებს სტატისტიკას და აცრილთა რაოდენობას ქვეყანაში. ახლა ჩვენი ჩაკეტვა სრულ კოლაფსს გამოიწვევს, 4 ნახევარი მილიარდი ვალი არის სექტორის ბანკის მიმართ ეს ვალები სექტორს დაუგროვდა ამ პანდემიის პერიოდში, ამიტომ ეს ვალდებულებები დასაფარია,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.