„პერსონალი აღარ გვენდობა, არ ბრუნდება“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარი“

  •  

„ძალან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი, ადამიანებს აქვთ შიში, რომ შესაძლოა ისევ ჩაგვკეტონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

როგორც ალავერდაშვილი ამბობს ამ ეტაპზე პერსონალის 40 % დაბრუნდა, მისივე განმარტებით ხალხი, ვინც აღნიშნულ სექტორში მუშაობდა სხვა ადგილებზე გადანაწილდა:

„ძალიან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი, პერსონალი არ გვენდობა, რადგან ხშირად არის ლაპარაკი იამზე, რომ შესაძლოა ისევ ჩავიკეთოთ, ხალხს ურჩევნია უფრო დაბალ ანაზღაურებად, მაგრამ გარანტირებულ ადგილას იმუშაონ, ეს მოლოდინი ძალიან ცუდია, ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან ცუდია, როცა მაღალი ეშელონებიდან ხდება განცხადებები რეგულაციების შემოღებებზე, იმ ქვეყანაში გარისკვას უკვე ყველა მოერიდება,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები