“აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა” – მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.

„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.

მსგავსი თემები