„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პარლამენტში ფეხზე გაიხადა და მაგიდაზე ახტა

პარლამენტში ამ წუთებში ხმაურია. როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ანგარიშის წარსადგენად პარლამენტის ტრიბუნასთან მივიდა და გამოსვლა დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პლაკატებით მასთან მივიდნენ და გამოსვლის ჩაშლას შეეცადნენ.

ერთ-ერთმა ქალმა დეპუტატმა – ნონა მამულაშვილმა კი ფეხზე გაიხადა, სკამზე დადგა და სკამიდან პარლამენტის მაგიდაზე ავიდა, საიდანაც მინისტრს პლაკატი ანახა. დეპუტატი მაგიდიდან უმრავლესობის წევრმა ჩამოიყვანა.

ამ წუთებში სხდომათა დარბაზში ხმაურია. აქტიურობით გამოირჩევა თინა ბოკუჩავა, ეკა ხერხეულიძე, ხატია დეკანოიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატები. სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.     

მსგავსი თემები