„ამორალური საქციელი“ – ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებზე  

პარლამენტში ისევ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარე სხდომის განახლებას ვერ აგრძელებს, რადგანაც ოპოზიცია დეპუტატებს ამის საშუალებას არ აძლევს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ტრიბუნიდან ისევ მთავრობისთვის განკუთვნილ ადგილას დაბრუნდა. ის, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ირაკლი კობახიძემ ამორალობად შეაფასა.  

„მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ფორმებს და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური. რა თქმა უნდა, ამორალურია შინაარსით, გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა. მცდელობა, როდესაც აქვთ ამის პოლიტიკოსებს და როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხდომის ჩაშლას შეეცადნენ. ერთ-ერთმა დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა კი ფეხსაცმელი გაიხადა და დეპუტატის მაგიდაზე ავიდა, რომელიც მაგიდიდან ირაკლი ზარქუამ ჩამოიყვანა.

მსგავსი თემები