კორონავირუსით 13 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 79, შიდა ქართლი – 30, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

მსგავსი თემები