პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან და პროტესტისთვის ემზადებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც პროტესტს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავრობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები 5-6 ივლისს, „თბილისი-პრაიდის“ კვირეულს ფარგლებში, მედიაზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპროტესტებენ და დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ მთავრობა არ გადადგება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში, პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს. აქციის მონაწილეები კი მთ შეძახილებითა და პლაკატებით დახვდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთელი პარლამენტი ალყაში ჰყავთ მოქცეული.

მსგავსი თემები