კორონავირუსით 1286 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 446 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 286  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 701   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.26 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  387 481-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 365 019-მდე.

მსგავსი თემები