“თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას – თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა” – მეუფე ანტონი ჟურნალისტებს

  •  

თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას. თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.

ის მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა და ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ჟურნალისტებს დააკისრა.

„მეთქი, ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ. ალბათ, კარგი იქნებოდა რომ მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. მე ვთქვი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი და რა ამბავში ხართ-მეთქი. იმ შეტაკებებს რაც მოყვებოდა, იმას ნუ უკეთებთ ცუდ კომენტარებს. რა ამბავში ხართ სულ ყველა, იმ ტრაგედიაზე შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ, რასაც ითხოვდა ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევენ თვითონ მოძალადეები… აქეთ ბრბო გვიწოდებს მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვეძახით მოძალადეებს, შეხედეთ რას წერთ და რას აკეთებთ საპატრიარქოზე. შეტაკება იქ გენახათ, სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს ხალხისადმი მოწოდება. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას. თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე. რატომ აკეთებთ ამას არ იცით, რატომ გვილახავთ ღირსებას? თქვენ მოგწონთ, რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტექნიკურად, „პი-პი-პი“, ნუ ატრიალებთ გამიგე? ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე გაიგე?“, – მიმართა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები