,,რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში გეგმები აქვთ, ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი”- ალეკო ელისაშვილი

პარტია ,,მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს ეხმიანება, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ელისაშვილის თქმით, რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ .

,,ეს დაწერა მედვედევმა და მერე წაშალა. ისტორიის გაგებაში რომ არაა, ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ და რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ: ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად “აბა ომი გინდა”-ს გაიძახის დღენიადაგ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ. დიახ, ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი. ზუსტად იმას არ ესხმიან თავს, ვინც ომისთვის მზადაა, თორემ ჩვენნაირ გასაცოდავებულ ქვეყნებს პირველ რიგში ჩაგრავენ და აგერ გვეუბნება კიდეც ეს ურჯულო მედვედევი უნდა დაგიპყროთო”,- წერს ალეკო ელისაშვილი.

,,საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა”- დიმიტრი მედვედევი – (mcm.ge)

მსგავსი თემები