“რუსთავი 2-ის”, “ტაბულასა” და “ნიუპოსტის” ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებული 3-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მედიაზე თავდასხმაში ბრალდებული 7 პირიდან 3-ის სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს. საუბარია მათზე, ვინც კონკრეტულად “რუსთავი 2-ის”, “ტაბულასა” და “ნიუ პოსტის” ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ.

მოსამართლემ დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენების გამო დაკავებულ კიდევ 4 პირს – მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ წაუყენებიათ.

მედიის დაზარალებული 53 წარმომადგენლიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება რამდენიმე მათგანი. პარალელურად, კვლავ გრძელდება მათი გამოკითხვის პროცესი.

მსგავსი თემები