პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან გამაგრებულები, პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

ამ წუთებში, ლგბტ თემის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პარლამენტთან არ იმყოფებიან, ისინი ადგილზე უსაფრთხოდ გაიყვანეს, რაც შეეხება კონტრაქციის მონაწილეებს, ისინი ისევ საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩებიან.

ადგილზე  მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და ასევე, მიმდებარედ იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი.

მსგავსი თემები