„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები