„თბილისი პრაიდზე“ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნაზე აქციის 20 მონაწილე დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. დაკავებულ აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

“პრაიდის” ორგანიზატორებს სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში აკრედიტირებული ელჩები და იმედს იტოვებენ, რომ კვირეული უპრობლემოდ ჩაითვლის.

შეგახსენებთ, რომ ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, სადაც კვირეულის ღონისძიება მიმდინარეობდა, კონტრ-აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და „პრაიდის კვირეულს“ აპროტესტებდნენ. რამდენჯერმე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც კი მოხდა.  

მსგავსი თემები