საპატრიარქო ევროპარლამენტს მიმართავს, „თბილისი პრაიდს“ ნუ წაახალისებენ

საქართველოს საპატრიარქო „თბილისი პრაიდთან“ დკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ეხება.

„აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.

ამ და სხვა გარემოებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, – გარდაუვალი შფოთი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები