ბენზინგასამართ სადგურ “გალფში” შეიარაღებული პირი შეიჭრა

პატარა ფოთში ბენზინგასამართი სადგური “გალფი” დააყაჩაღეს. 

არსებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მდებარე ბენზინგასამართ სადგურში განთავსებულ მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 250 ლარამდე თანხა გაიტაცა, ასევე წაღებულია 1000 ლარამდე თანხის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები