სრული უკონტროლობა, 200 კაციანი ქორწილი ბათუმში

ბათუმში 200-300 კაციანი ქორწილები თუ ღონისძიებები ჩვეულებრივ, უპრობლემოდ, ყოველგვარ რეგულაციების დაცვის გარეშე იმართება. ამას ყველა ხედავს, ამას ყველა ამჩნევს, თუმცა რეაგირება ნული.

ფოტოები და ვიდეოები “მედიაცენტრ მთავარს” ერთ-ერთი ქორწილიდან გამოუგზავნეს. უფრო მეტიც, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტებით გადავსებულ ბათუმში ვერც კი იგრძნობთ, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში პანდემიაა, გარკვეული რეგულაციები მოქმედებს და მათ შორის, ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

ეს ქორწილი ბათუმში 26 ივნისს გაიმართა, სადაც თამადა ყველასთვის ცნობილი მომღერალი ზურა მანჯავიძე იყო. ქორწილი ჩვეულებრივ, ტრადიციისამებრ გაიმართა, რომელსაც არც მომღერლები აკლდა და არც მოცეკვავეები.

როგოც სპეციალისტები აცხადებენ, რაც ბათუმში ხდება, შედეგს სექტემბერში ვნახავთ, როცა ვირუსის აფეთქება სწორედ აჭარიდან დაიწყება.         

მსგავსი თემები