საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის კონსესუსი შედგა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის კონსესუსი შედგა.

პროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდება. ცვლილებები ეხება საარჩევნო ბარიერს, ფრაქციების შექმნისთვის დეპუტატების რაოდენობას და გენპროკურორის არჩევის წესს.

“ჩვენ შევჯერდით საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, სრულად პროპორციული სისტემით, 2 %-იანი ბარიერი შემდგომი საპარლამენტო არჩევნები. პროკურორთან დაკავშირებით, 2-ჯერ 3/5 -ის აუცილებლობა და შემდგომ, თუ ეს ვერ მოხერდხდა, პროკურორის 1 წლის ვადით დანიშნვა. ეს ყველაფერი ჩაიწერება კონსტუტუციაში და შევთანხმდით, რომ ყველაზე გვიან, მესამე მოსმენით ოქტომბერში უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

“თუ გვინდა, საკონსტიტუციო ცვლილებები საერთოდ განხორციელდეს, დროულად უნდა დაიწყოს პროცესი და შევთანხმდით, რომ ინიცირება მოხდება დღესვე და ერთობლივად,”-აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

“სრულად შევთანხმდით იმ პროექტზე, რომელიც დაინიცირდება და ითვალისწინებს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელებას. რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის წესს, აქაც არის შეთანხმებული კონკრეტული ტექსტი, რომელიც ეფუძნება შარლ მიშელის დოკუმენტს, სამივე საკითხთან გვაქვს კონსესუსი შესაბამის პარტიებთან და საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით დაინიცირდება ეს კანონპროექტი,”- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები