ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

დაბა ურეკში, საპატრულო პოლიციის შენობასთან, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.

შეკრებილები მშვიდობიან აქციას მართავენ და დაკავებული პირების მუხლის გადაკვალიფიცირებას და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი სამართლიანი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  პერმამენტულ აქციებს გამართავენ და  პროტესტის სხვა კანონიერ გზებს მიმართავენ. 

13 დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა გუშინ შუფარდეს.

მსგავსი თემები