პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ

  •  

21 ივნისს, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.

საგამოძიებო კომისია, 21 ივნისის სხდომაზე, ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

საგამოძიებო კომისიის წევრების შეფასებით, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

მსგავსი თემები