საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან.
როგორც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიებით დაზარალებულები აცხადებენ, არსებულ ხელისუფლებას, 20 ივნისიდან 2 წლის თავზე უფლება არ აქვს, საკანონმდებლო ორგანოში იჯდეს და მით, უმეტეს, ამნისტიის შესახებ ისეთ კანონპროექტს იხილავდეს, რომელმაც ადამიანები დაასახიჩრა და დააზარალა.
მათი განცხადებით, არსებული ხელისუფლება კრემლის რიტორიკას აგრძელებს და ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ყველა დამნაშავეს თანაბრად ეხება.