ადიგენის პოლიციის უფროსს დევნაში ადანაშაულებენ

ადიგენის პოლიციის უფროსს დევნაში ადანაშაულებენ. სოფელ უდეში მცხოვრები ეკა აზირაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი, 28 წლის მამაკაცი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გუშინ სოფლის ცენტრში დააკავეს, შემდეგ სცემეს და ხელყუმბარის ჩადებით დაემუქრნენ.

ეკა აზირაშვილი მომხდარში უშუალოდ თამაზ ფაილოძეს სდებს ბრალს და დახმარებას ითხოვს. დაკავებულის დედის თქმით, მომხდარის გამო ცუდად გახდა მისი მეუღლე და ის ამჟამად ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია.

მსგავსი თემები