“იმედს გამოვთქვამ,რომ ის არ შეემატება სქელკუნთა,ხისთავიან სპორტსმენ – ზონდერ პოლიტიკოსთა რიგებს” – შალვა ნათელაშვილი შავდათუაშვილზე

შალვა ნათელაშვილი, ლაშა შავდათუაშვლს გამარჯვებას ულოცავს. მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც სპორტსმენს წარმატებები უსურვა და თქვა, რომ „იმედი აქვს შავდათუაშვილი ზონდერებს არ დაემსგავსება“

„რა თქმა უნდა ვულოცავ შავდათუაშვილს ჩემპიონობას და აქვე იმედს გამოვთქვამ,რომ ის არ შეემატება სქელკუნთა,ხისთავიან სპორტსმენ – ზონდერ პოლიტიკოსთა რიგებს და საკუთარ ხალხს არ დაუწყებს ჩაგვრას საარჩევნო პროცესების დროს მათ შორის. ისე დროა მოვრჩეთ ფიზიკური ძალისადმი ზედმეტ,მონურ თაყვანისცემას და თავი დავუხაროთ,ზნეობრივი, ჰუმანური ,პატრიოტული სულის ადამიანებს რომლებიც საბედნიეროდ მრავლად შემოგვრჩნენ,“ – წერს ნათელაშვილი.

მსგავსი თემები