“მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა…სხვის ბუდეში კვერცხის დადება მოინდომა – ირაკლი კობახიძე” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს კვლავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებს ბრალს:

“მან ასეთი რამ თქვა, რომ რომც აიღოს 43%-ზე მეტი შეიძლება მაინც ჰქონდეს “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა. აქ პირდაპირ ემთხვევა გახარიასა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა. გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა ჩვენ დავასრულეთ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თავდაპირველად “ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ყოფილი პრემიერი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სავარაუდო პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. გიორგი გახარიას გუნდი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მსგავსი თემები