კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,98 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,98 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,76 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,88 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 307 პირს დაუდასტურდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები