„ნაციონალებთან“, ამ ბოროტმოქმედებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება – თორნიკე რიჟვაძე

„ნაცმოძრაობის“ ვითომ ლიდერები, მათი დიდი ნაწილი არიან მკვლელები და დარჩენილი ნაწილი პოტენციური მკვლელები, ბოროტმოქმედები. ისინი დროდადრო ასეთი პირსისხლიანი განცხადებებით საზოგადოებას თავს შეახსენებენ, – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ეხებოდა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გაჩენილ დაპირისპირებას.

„მინდა ვთქვა, რომ ამ ტიპის დამნაშავეებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება“, – თქვა რიჟვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილის თქმით, გირგვლიანი დამნაშავე იყო მორალურად, ის არავის მოუკლავს, მის დანაშაულს მოყვა სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია. „ნაცმოძრაობის“ ნაწილი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა.

მსგავსი თემები