“ლელო” ოპოზიციას მერობის უპარტიო კანდიდატის გარშემო გაერთიანებას სთავაზობს

“ლელო” თვითმმართველობის არჩევნებისთვის ინიციატივით გამოდის – პარტია კოლეგებს სთავაზობს თბილისის მერობის კანდიდატის გარშემო გაერთიანებას, თუმცა ერთი დათქმით, რომ კანდიდატი არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ იქნება. 

“ინიციატივა ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოება ჩავრთოთ პროცესში. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გამოვკვეთოთ ისეთი კანდიდატები, რომელიც კონკრეტულ პარტიასთან აფილირებული არ იქნება. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, მერი მმართველობითი, სამეურნეო გამოცდილების მქონე იყოს, რომელსაც შეუძლია გვერდზე გადადოს პარტიული ამოცანები და იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, ვფიქრობ ასეთი კანდიდატები არსებობს, დისკუსიამ უნდა გამოკვეთოს უპარტიო ლიდერები, რომელსაც შეუძლია ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი თემები