არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ხვდებიან.შეხვედრა „თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელები ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, სენატორებთან შეხვედრაზე სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრებენ.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ ნათელი პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა აუცილებლად გატარდება და არ იქნება მოცული პროცედურული ცვლილებებით, ამ შემთხვევაში აუცილებელია, ჩვენ სენატორებთან ვისაუბროთ სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე”,-აღნიშნავს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ.

დღის ბოლოს ისინი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

მსგავსი თემები