საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 853-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 833 პირს დაუდასტურდა, 1 205 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, პირველ ივნისს საქართველოში კორონავირუსით 954 ადამიანი დაინფიცირდა, 896 გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები