„ქალი 15 დღის გარდაცვლილია, საკონსულო კი ყურადღებას არ აქცევს“ – თურქეთში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენებას ოჯახი ვერ ახერხებს, ადვოკატი რეაგირებას ითხოვს

მუხრანში მცხოვრები 52 წლის ირმა ამირაშვილი, 15 დღის წინ თურქეთში გარდაიცვალა, ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყო, ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადვოკატი მამუკა ნოზაძე „მედიაცენტრ მთავრთან“ ყვება, რომ  საქართველოს საგარეო უწყებამ გარდაცვლილის ოჯახის თხოვნა უყურადღებოდ დატოვა:

„ის მუშაობდა ქალაქ კონიაში, ოჯახის წევრებმა, შვილმა და მეუღლემ, რომლებიც საფრანგეთში არიან მომხდარის შესახებ გუშინ გაიგეს.

ქალი 15 დღე გარდაცვლილია, თურქეთის მხარესთან, როცაა ჰქონდა ოჯახს კომუნიკაცია უთხრეს, რომ ქართულ საკონსულოსთან ჰქონდათ კონსულტაცია და ყურადღება არ მიაქციეს, თურქული მხარე გარდაცვლილის დასაფლავებას აპირებს, ოჯახი დახმარებას ითხოვს,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავართან“ მამუკა ნოზაძე.

მსგავსი თემები