„პორტი,“ რომელიც არ აშენდა“ – ფილმი საქართველოს „საუკუნის პროექტზე“

„პორტი“, რომელიც არ აშენდა“ – ასე ჰქვია შტეფან ტოლცის ფილმს, რომლის ჩვენება ხვალ გაიმართება. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შტეფან ტოლცი იღებს დოკუმენტურ ფილმს საქართველოს შესახებ.

1993, 2002, 2013, 2022 წლები –  10 წლის უკან, 2013 წელს, მან წარმოადგინა ფილმი “სრული სვლით დასავლეთისკენ”. ფილმი რომელშიც ერთდროულად მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც. ამჯერად, 10 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ახალი ფილმის ჩვენება. ეს იქნება სპეციალური ჩვენება თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. ეს იქნება  მეოთხე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ, რომელიც საქართველოს ისტორიული განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხს – ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობას ეხება.

მსგავსი თემები