გიორგი გახარიას გუნდს ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც უერთდება

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უერთდება. ჟურნალისტებთან კომენტარში იგი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი არა რადიკალიზმსა და აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ფოკუსირდეს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო როგორც ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის და პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. ხოლო როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა პროცესში ბუნებრივია ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

მსგავსი თემები