მაგისტრალიდან გადავარდნილი ტრაილერი, ეზოში შევარდა

სენაკში, ტრაილერი ავტო მაგისტრალიდან გადავარდა და მშვიდობის ქუჩაზე, ერთ – ერთი მოსახლის ეზოში ჩავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, მდინარე ტეხურის ხიდთან მოხდა, როგორც ადგილობრივები „მედიაცენტრ მთავრთან“ ამბობენ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სატვირთოს მძღოლმა.

მსგავსი თემები