„საპარლამენტო ეპოპეა დასრულდა, დასრულდა თითქოს წარმატებით,მაგრამ აღმოჩნდა,რომ “მეფე შიშველია” – გიგლა ბარამიძე

„საქართველოში აშშ და ევროკავშირის ელჩებს, ქალბატონ კელი დეგნანს და ბატონ კარლ ჰარცელს, ანუ ” როცა თქმა სჯობს არათქმასა…”ბატონებო, მოგმართავთ როგორც ელჩებს და ასევე იმ მისიების ხელმძღვანელებს,რომლებიც თქვენი სახით, მეგობარ სახელმწიფოში,დიპლომატიური მუშაობის გარდა,უფრო ფართო მასშტაბის ჩართულობასა და მოღვაწეობას ეწევა… თქვენით ინიცირებული და მიშელ-დანიელსონის მიერ ბეჭედდასმული პოლიტიკური შერიგების საპარლამენტო ეპოპეა დასრულდა,დასრულდა თითქოს წარმატებით,მაგრამ აღმოჩნდა, რომ “მეფე შიშველია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პოლიტიკოსი, გიგლა ბარამიძე წერს.

ბარამიძე ევროპელ დიპლომატებს და ამერიკის ელჩს მიმართავს, როგორც ის თვლის მოლაპრაკებების სემდეგ არაფერი შეცვლილა:

„ მომლაპარაკებელ-ფასილიტატორები თავისი ჩაკეტილ-დახურული სივრცით ცალკე აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხი ცალკე. რა შეიცვალა, რა მიიღო საქართველოს მოქალაქემ ? აღმოჩნდა,რომ თქვენი,პატივცემულო ელჩებო,პროფესიონალიზმი,მაღალი დიპლომატიური კლასი,გამოცდილება, უანგარო შრომა,კეთილი სურვილი დახმარებოდით სრულიად საქართველოს, თქვენგან დამოუკიდებლად,დავიდა ცალკეული პოლიტიკური “გვამების” პარლამენტში დავანებეთ,და სამწუხაროდ პოლიტიკას ამოფარებული მძიმე ბიოგრაფიის ოდიოზური ტიპაჟების( იხ. აშშ საელჩოს თანამშრომლის განცხადი.) ხელმეორედ ამოტივტივებით….. ქვეყანა, კი ისევ ჩიხშია. ერი,ისევ დარჩა თავისი სატკივარის ამარა.

დაკარგული ტერიტორიები, უკონტროლო საზღვრები,მსოფლიო პოლიტიკური რუქიდან საქართველოს უპირობო გაქრობა, თანამოქალაქეთა პერმანენტული მოტაცებები, უკიდეგანო კორუფცია,არნახული უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის,გახლეჩილი საზოგადოება,სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები,ეფემერული დახმარებები,ნამოხვანჰესი,ანაკლია,გელათი, გარეჯი,კატასტროფული დემოგრაფია…. როგორც დღეს,კიდევ ერთხელ გამოჩნდა ( ნამოხვანის აქციას ვგულისხმობ)ხალხს არ აინტერესებს ვინ შევა და არ შევა პარლამენტში,ხალხს აინტერესებს სასიცოცხლო-სახელმწიფოებრივი პრობლემები და მათი იგნორირება,შეფუთვა ვითომ წარმატებული საპარლამენტო მოლაპარაკებებით,ცეცხლთან თამაშია !!! ქალბატონო კელი,და ეს თამაში,თქვენი დიდი თანამემამულე მწერლის ჯერომ სელინჯერის -“თამაში ჭვავის ყანაში” (“the CATCHER in the RYE “) როდია,ეს უფრო ჩვენი დღევანდელი ქართული სინამდვილეა,დიდი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძისეული “იყიდება საქართველოს” მსგავსი.“ – წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები