ავტობუსის გაჩერებები, მიწისქვეშა გადასასვლელები, განათების ბოძები სააგიტაციო მასალისგან იწმინდება

თბილისის ქუჩებში, შენობების კედლებისა და სხვადასხვა ნაგებობების კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები საარჩევნო პლაკატებს ხსნიან იმ ადგილებიდან, სადაც მათი გაკვრა აკრძალულია, კერძოდ, ავტობუსების გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე და განათების ბოძებზე.

დედაქალაქში გამოყოფილია ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია. დასუფთავების აქციის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა საარჩევნო პლაკატებისგან სწორედ ერთი ასეთი ადგილი გაწმინდეს.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” შპს “თბილსერვის ჯგუფში” განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სამუშაოებში ჩართულ ყველა თანამშრომელს მითითება მისცეს, “მსგავსი ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში კი მკაცრ ზომებს მივმართავთ”, – აცხადებენ “თბილსერვისში”.

სააგიტაციო მასალის განთავსების წესს, საარჩევნო კოდექსის N 46-ე მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ„თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ადგილის გასუფთავება და მოწესრიგება 17 ოქტომბერს გამართულ, თბილისის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

 

მსგავსი თემები