მდინარე განგაში გვამები იპოვეს, სავარაუდოდ ისინი ვირუსით გარდაცვლილები არიან

ინდოეთში, მდინარე განგაში ასობით გვამი იპოვეს. გვამები ქვიშაში იყო ჩაფლული. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გვამები მდინარემ სხვადასხვა პერიმეტრზე გამორიყა და მათი რაოდენობა საკმაოდ მასშტაბურია.

ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებასა და მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ გვამები კოვიდ ინფიცირებულებს ეკუთვნით, რომლებიც ახლობლებმა გარდაცვალების შემდეგ მდინარეში გადააგდეს.

შესაბამისი უწყებები გვამების წყლიდან ამოსვენებასა და კრემაციაზე მუშაობს. ინდოეთში, ე.წ. ინდური ვირუსი იმ მასშტაბით გავრცელდა, რომ გამკლავება შეუძლებელია. ადგილზე, ვერც კრემაციას ასწრებენ. ამ ეტაპამდე, ინფიცირების მაჩვენებელმა 25 მილიონს გადააჭარბა.  

მსგავსი თემები