მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს გაგრძელდება

  •  

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია დღეს ისევ შეიკრიბება და სამუშაო შეხვედრას გამართავს. თემა საარჩევნო რეფორმა იქნება, რომელიც პარლამენტში 17:00 საათზე შედგება.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა გარკვეული საკითხების შეჯერება და განხილვა ვერ მოასწრეს, რის გამოც დღევანდელი შეხვედრის ჩანიშვნა გახდა საჭირო. დოკუმენტი, რომელსაც მხარეები მოამზადებენ და შეაჯერებენ, საბოლოოდ, ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს.  ვენეციის კომისია კი დოკუმენტს შეაფასებს და რეკომენდაციის სახით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

მსგავსი თემები