მსხვერპლი ორივე მხარეს იზრდება

ისრაელ-პალესტინის საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლი ორივე მხარეს იზრდება. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

„როიტერის“ ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  ისრაელის მხარემ რვა ადამიანი დაკარგა. მათ შორის არის ერთი სამხედრო პირიც და ორი ბავშვი.

პალესტინაში კი აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევას 126 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის 31 ბავშვი და 20 ქალი. დაშავებულთა რაოდენობამ კი 1000 ადამიანს გადააჭარბა.

მსგავსი თემები