“პარლამენტში შესვლა უდავოდ, შეცდომა იყო” – თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე

პარტია “კანონისა და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი მასსა და გიორგი ვაშაძეს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ალაპარაკდა.

როგორც მან განაცხადა, პარტნიორობის დასრულებიდან ერთი თვით ადრე, ვაშაძესთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჰქონდა.

“მე და გიორგი ვაშაძეს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ბოლოს, ჩვენ მთელი თვის განმავლობაში ნაკლებად ვხვდებოდით ერთმანეთს. მე ინფორმაციებიც მქონდა, ვგრძნობდი კიდევაც, თუმცა მე ახალგაზრდებს ყოველთვის რაღაც შანს ვაძლევ, მე არ მინდოდა, რომ გიორგის ეს შეცდომა მოსვლოდა, პარლამენტში შესვლა უდავოდ, შეცდომა იყო”,- განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები