ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს

„დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან“ – აფრთხილებს საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

სარაკეტო თავდასხმების გამო, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს❗ მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას❗” – აცხადებენ საელჩოში.  

მსგავსი თემები