26 წლის ყაზახი გოგოს დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს

ქართულ-ყაზახურ კომპანიაში მომუშავე ახალგაზრდა გოგონას დედა თბილისშია. როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, მისი შვილი მაღალი სართულიდან თავად არ გადმომხტარა, ის გადმოაგდეს.   

გარდაცვლილი აისელ აიპტაევას დეს დღეს  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივა, სადაც გვამის ამოცნობა უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, აისელი  საქართველოში რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.

“ვფიქრობ, ჩემი შვილი მოკლეს და ფანჯრიდან გადმოაგდეს. ისეთი ბავშვი არ იყო, რომ ფანჯრიდან გადმომხტარიყო. საქართველოში 5 დღის ჩამოსული იყო და აქ მუშაობდა. დაკავებულთან აისელს კავშირი მანამდე არ ჰქონდა, აქ გაიცნო და ერთად მუშაობდნენ. საქართველოში ჩემი ქმარიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ყაზახეთის საკონსულოში მელოდებიან, ასევე, გვამის ამოცნობაზე უნდა მივიდე,”- აცხადებს აისელ აიპტაევას დედა. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის  57 წლის ბესიკ თორდუა დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბესიკ თორდიამ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბესიკ თორდუას ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი თემები