რუსმა ჰაკერებმა აშშ-ზე კიბერშეტევა განახორციელეს, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა  

„სიენენის“ ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ნავთობსადენზე კიბერშეტევა განახორციელეს და გამოსასყიდს ითხოვენ. აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.

საუბარია ამერიკულ კომპანია „კოლონიალ პაიპლაინზე“, რომელზე კიბერთავდასხმა, თავდაპირველი ცნობებით, ჰაკერულმა დაჯგუფება „დარქ საიდმა“ განახორციელა.

მილსადენი  დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. ამერიკული მედიის ცნობით, ჰაკერებს ნავთობსადენის მფლობელი კომპანიის მონაცემები ჩაუვარდათ ხელში, რომელთა ნაწილი ახლა დაბლოკილია და თავდამსხმელი ჰაკერები მათგან გამოსასყიდს ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა ქსელში შეაღწიეს,  100 გბ მონაცემები „მძევლად აიყვანეს,”  სერვერზე მონაცემები ჩაკეტეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი მონაცემების ინტერნეტით გაჟონვით იმუქრებიან.

მსგავსი თემები