ვირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 227 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 120, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 57, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 121, კახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

მსგავსი თემები