7 მაისს, რიონჰესის სათავე ნაგებობა წყლისგან დაიცლება  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში, რიონში დაკარგული მამაკაცის საძიებო ღონისძიებების გამო, ჰესის სათავე ნაგებობა წყლისგან დაიცლება.

უწყების ინფორმაციით, 10 აპრილს მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნის ღონისძიებები ისევ გრძელდება.

რაც შეეხება გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლას, ეს 7 მაისის, 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე მოხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ.

მსგავსი თემები