საქართველომ „ასტრაზენეკას“ მორიგი დოზა მიიღო

„ასტრაზენეკას“  43 000 დოზა  ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოტვირთეს და ის შესაბამისი მიმართულებით განაწილდება.

აღნიშნული დოზა  იმ ადამიანების ეკუთვნით,  ვინც  ერთხელ უკვე აიცრა და ამჯერად, მეორედ ვაქცინაციას ექვემდებარება.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, მეორე დოზის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ პორტალზე booking.moh.gov.ge. მეორე დოზით აცრა 10 მაისიდან დაიწყება.

მსგავსი თემები